პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ კოვიდ -19-ის ადგილობრივი ვაქცინის სახელი "TURKOVAC"-ი იქნება

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ კოვიდ -19-ის ადგილობრივი ვაქცინის სახელი "TURKOVAC"-ი იქნება

1662806
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ კოვიდ -19-ის ადგილობრივი ვაქცინის სახელი "TURKOVAC"-ი იქნება

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ადგილობრივი ვაქცინის სახელწოდება "TURKOVAC" იქნება.

ადგილობრივი კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე ფაზის ფარგლებში მოხალისეებთან ერთად წარმოებული ვაქცინაციის პროგრამა ანკარის საქალაქო საავადმყოფოში პრეზიდენტ ერდოღანის ონლაინ მონაწილეობით დაიწყო.

სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა განაცხადა: "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვაქცინა, რათა რაც შეიძლება მალე ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა ეპიდემიისგან. ამ ვაქცინით, რომლის მესამე ფაზის პირველი გამოყენებაც განხორციელდება, თურქეთი ამ საკითხში ახალი პერიოდის კარს აღებს. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ფარგლებში შევიყვანთ 18 წელზე უფროსი ასაკის მთელ მოსახლეობას.”

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადგილობრივი კოვიდ -19 ვაქცინის სახელია "TURKOVAC"-ი.



მსგავსი ინფორმაციები