თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 213 297 ტესტი ჩატარდა

თურქეთში პირველი და მეორე დოზა კოვიდ-19-ის ვაქცინა 41 მილიონ 481 ათას 84-მა ადამიანმა გაიკეთა

1661593
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 213 297 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 49 185-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 213 297 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 409  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 5 091 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 63 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 370 299-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 5 232 638 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 4 219 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორე მხრივ, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ დროისთვის პირველი და მეორე დოზა ვაქცინა 41 მილიონ 481 ათას 84-მა ადამიანმა გაიკეთა.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები