პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე

1660786
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე და განაცხადა, რომ თურქეთმა ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში 158 ქვეყანასა და 12 საერთაშორისო ორგანიზაციას სამედიცინო მასალები გაუგზავნა.

"ჩვენ ვაგრძელებთ ადგილობრივი ვაქცინის კვლევებს, რომლის დასრულებასაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ადგილობრივ ვაქცინას მთელ კაცობრიობას გავუზიარებთ... გაეროს უშიშროების საბჭოს თაოსნობით ძირითადი სტრუქტურები, რომლებზედაც აგებულია გლობალური სისტემა, პრობლემის ნაწილია და არა გამოსავალის. ამ ინსტიტუციური სტრუქტურებით 21-ე საუკუნეში მოგზაურობას ვერ გავაგრძელებთ... დაახლოებით 8 მილიარდი ადამიანის ბედი არ შეიძლება დატოვონ გაეროს საბჭოს 5 მუდმივი წევრის ამარა. სისტემა, რომელიც 190 ქვეყანას აძლევს უფლებას ცოტა ხნით იჯდეს მაგიდასთან, მაგრამ არ აძლევს ხმას საკუთარი ბედის გადასაწყვეტად ვერ შექმნის სამართლიანობას. სადაც არ არის სამართლიანობა, იქ იქნება კონფლიქტი, დაძაბულობა და ძალადობა. ჩვენ ვაგრძელებთ სამართლისა და სამართლიანობის დაცვას.“

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი დიპლომატიური ქსელით 252 უცხოური წარმომადგენლით არის სიდიდით მეხუთე ქვეყანა.

რაც შეეხება ტერორიზმთან ბრძოლას, ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, ვინც ადგილზე იმყოფებოდა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში როგორიცაა PKK, YPG და DAEŞ, რომლებიც სირიაში მოქმედებენ.

"ჩვენ გავანეიტრალეთ DEAŞ– ის 4500 წევრი. დღეისათვის ჩვენ უზრუნველყოფილი გვაქვს 430,000 სირიელის დაბრუნება თავიანთ მიწაზე. ჩვენ გამოვიყვანეთ ისინი კარვებიდან. მხარს ვუჭერთ მათთვის სახლების აგების პროექტებს“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ასევე დასძინა: „ჩვენს ხელშია იმის უზრუნველყოფა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ენერგეტიკული რესურსების საკითხში დაპირისპირების ნაცვლად თანამშრომლობა მოხდეს. უახლოეს პერიოდში ჩვენ გვინდა გავზარდოთ თანამშრომლობა აფრიკიდან ლათინურ ამერიკამდე, წყნარი ოკეანიდან აზიამდე ყველა ტერიტორიაზე.”



მსგავსი ინფორმაციები