პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1659938
პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უთხრა, რომ S-400-ებთან და F-35-თან დაკავშირებით არ ელოდოს თურქეთის მხრიდან განსხვავებული ნაბიჯების გადადგმას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჟურნალისტების შეკითხევბს უპასუხა რა დროსაც, 14 ივნისს, ნატოს სამიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.

„მე ვუთხარი (ბაიდენს), რომ F-35-ებთან და რუსეთიდან შესყიდულ  S-400-ებთან დაკავშირებით ჩვენგან განსხვავებული ნაბიჯების გადადგმას ნუ ელით, რადგან ჩვენ ჩვენი წილი შევასრულეთ F-35-ებთან დაკავშირებით. ჯო ბაიდენთან საუბრის დროს ასევე ისიც ავღნიშნე, რომ ტერორიზმის სამიზნე მოკავშირის გვერდით დგომის ნაცვლად, ტერორისტული ორგანიზაციების არჩევა და მათ გვერდით დგომა,  ისტორიული შეცდომაა, რომელსაც ადრე თუ გვიან თქვენც გაიგებთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს ავღანეთიდან, აშშ-ს გასვლის პროცესიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თურქეთს აქ ბევრად მეტი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ისიც დასძინა, რომ სომხეთმა უნდა დაიწყოს ნდობის აღდგენის უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმა რა, ამ თვალსაზრისით ნაღმების რუკების აზერბაიჯანისთვის გაზიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ერდოღანმა ბოლოს, ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა: „მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე შეფერხება აქვს რუსეთის მხარეს. უმოკლეს ხანაში საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გავმართავ პრეზიდენტ პუტინთან.“


საკვანძო სიტყვები: #ჟურნალისტები , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები