ერდოღანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანი: „ევროკავშირი, რომლის სრულუფლებიანი წევრიც არ იქნება თურქეთი, ვერ იქნება მიზიდულობის ცენტრი“

1660043
ერდოღანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, რომლის სრულუფლებიანი წევრიც არ იქნება თურქეთი, ვერ იქნება მიზიდულობის ცენტრი. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ ანტალიაში გამართულ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის  პროცესის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„მიუხედავად ყველა უსამართლობისა, რაც ჩვენ შეგვექმნა, ჩვენ გვინდა, რომ დასრულდეს ჩვენი ნახევარ საუკუნივანი ბრძოლა სრული წევრობისთვის, რომელსაც დაჟინებით და მოთმინებით ველით. ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიცილოს სტრატეგიული სიბრმავე და პოზიტიური დღის წესრიგის ფარგლებში შეუერთდეს ჩვენი გაწევრიანების პროცესს. ჩვენ, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, არალეგალური მიგრაციის ნაკადებს ასე ტრიბუნიდან ვერ ვუყურებთ. გლობალური მასშტაბით მზარდი რასიზმი, ისლამოფობია და ანტიმიგრანტული განწყობები სულ უფრო მეტად გადაიქცევა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემად,“ განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები