თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 227 163 ტესტი ჩატარდა

6 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1659455
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 227 163 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 48 950-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 227 163 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 548  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 6 221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 71 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 348 249-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 5 215 654 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 4 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ დროისთვის პირველი და მეორე დოზა ვაქცინა 37 მილიონ 59 ათას 514-მა ადამიანმა გაიკეთა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი 1 მილიონ 447 ათას 846-მა ადამიანმა გაიკეთა ვაქცინა.  


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები