პრეზიდენტმა ერდოღანმა ნატოს სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ნატოს სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1657762
პრეზიდენტმა ერდოღანმა ნატოს სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ, „სტაბილურობაში შეტანილი წვლილი“ სხდომაზე ვიდეოკონფერენციით ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენ ვიცით, რომ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ვიღებთ არა მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესების, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეოგრაფიის უსაფრთხოების და სტაბილურობისთვის და ამ შეგნებით ვდგამთ ნაბიჯებს. თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველ რიგშია ყველა შესაბამის საერთაშორისო პლატფორმაში, განსაკუთრებით ნატოში. ჩვენ ინტენსიური ბრძოლა გვაქვს ბევრ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, მათ შორის PKK/PYD-სთან დაეშთან და ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-სთან.“

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი სამეზობლო ურთიერთობებში პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და ინტერესებს რა, დინამიური ეკონომიკით, ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიით და პრინციპული საგარეო პოლიტიკით გლობალური მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის დამყარებას მოკავშირეებთან თანამშრომლობით გააგრძელებს.


საკვანძო სიტყვები: #ნატო , #პრეზიდენტი ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები