თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 214 957 ტესტი ჩატარდა

53 ადამიანი გარდაიცვალა

1657106
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 214 957 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 48 721-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 214 957 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 454  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 5 012 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 53 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 330 447-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 5 202 251 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 4 194 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები