თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 224 128 ტესტი ჩატარდა

6 217 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1656369
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 224 128 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 48 593-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 224 128 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 561  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 6 261 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 69 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 319 359-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 5 192 945 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 6 217 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები