რა საკითხებს განიხილავენ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ჯო ბაიდენი პირისპირ შეხვედრაზე?

რა საკითხებს განიხილავენ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ჯო ბაიდენი პირისპირ შეხვედრაზე?

1656218
რა საკითხებს განიხილავენ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ჯო ბაიდენი პირისპირ შეხვედრაზე?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გასამართ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს განიხილავენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ სტამბოლში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მან, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, 14 ივნისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გასამართ ნატოს სამიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან გასამართ პირისპირ შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა: „როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ნატოს სამიტი. უპირველეს ყოვლისა, ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და რას გავაკეთებთ,  ეს საკითხები განიხილება. თურქეთი ძლიერი ქვეყანაა, რომელიც ნატოს ქვეყნებს შორის თავის ადგილს იკავებს ტოპ 5-ეულში. რაც შეეხება ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს განვიხილავთ.“



მსგავსი ინფორმაციები