პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

1656032
პრეზიდენტი ერდოღანი ნატოს სამიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 14 ივნისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გასამართ ნატოს სამიტის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჩათვლით მრავალი ქვეყნის ლიდერთან პირისპირ შეხვედრებს გამართავს. ერდოღანი, ნატოს სამიტზე დასასწრებად ბელგიაში 13 ივნისს გაემგზავრება.

თურქეთის პრეზიდენტი სამიტის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან პირისპირ შეხვედრებს გამართავს. იგი შეხვდება აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ლიტვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას, ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკის. ერდოღანს სამიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილი აქვს შეხვდეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტეს.

შეხვედრებზე განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და სხვა მრავალი საკითხი.



მსგავსი ინფორმაციები