თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 223 104 ტესტი ჩატარდა

175 ადამიანი გარდაიცვალა

1645577
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 223 104 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 46 621-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 223 104 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 693  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 9 375 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 175 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 203 385-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 5 045 508 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 11 192 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები