თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის  10 174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 864 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1641010
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის  10 174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 44 983-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 206 836 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 923  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 10 174 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 223 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 127 548-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 961 120 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 13 864 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, გუშინ ანკარაში გამართულ მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ მიღებული ზომებით პანდემიის მეტწილად გაკონტროლება შესძლეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სამუშაოები დაჩქარებულია.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები