თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 203 073 ტესტი ჩატარდა

11 394 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1639554
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 203 073 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 44 301-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 203 073 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1102 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 11 394 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 242 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 5 095 390-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 894 024 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 37 261 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები