ფაჰრეთთინ ალთუნი: „ჩვენ, პალესტინისთვის ბრძოლას  ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გავაგრძელებთ“

ფაჰრეთთინ ალთუნი: „ჩვენ, პალესტინისთვის ბრძოლას  ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გავაგრძელებთ“

1639198
ფაჰრეთთინ ალთუნი: „ჩვენ, პალესტინისთვის ბრძოლას  ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გავაგრძელებთ“

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა ისრაელის მხრიდან ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დაწყებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი, პალესტინისთვის ბრძოლას  ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გააგრძელებენ.

„ისრაელი განუწყვეტლივ აგრძელებს ხოცვა-ჟლეტებსა და ტერორისტულ აქტებს. ოკუპანტი ისრაელი ახლა წლების განმავლობაში ბლოკადაში მყოფ ღაზაში იწყებს სახმელეთო ოპერაციას, რითაც იგი უკანონოდ არღვევს ყველა ადამიანურ უფლებებს. ჩვენ,  პალესტინისთვის ბრძოლას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გავაგრძელებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასრულდეს ისრაელის უკანონო ქმედებები,“ აცხადებს ფაჰრეთთინ ალთუნი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე სოციალური ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან შეფასება გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმაც და განაცხადა, რომ ისინი ახლოდან აკვირდებიან ისრაელის ხოცვა-ჟლეტებს და საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი რეაგირებისათვის მუშაობას აგრძელებენ. მისივე თქმით, თურქეთი ყოველთვის იდგა და იდგება პალესტინის გვერდით.  


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #ფაჰრეთინ ალთუნი

მსგავსი ინფორმაციები