თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 251 194 ტესტი ჩატარდა

35 529 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1636248
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 251 194 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 42 465-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 251 194 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2210 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 20 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 278 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 4 998 089-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 662 328 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 35 529 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები