პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1636082
პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტამბოლში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ ეგვიპტელ ხალხთან ისტორიული ერთიანობა აღადგინონ.

„ეგვიპტელ ხალხსა და თურქ ერს შორის ურთიერთობა ისტორიულია. ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ ეს კავშირი ეგვიპტელ ხალხთან არა როგორც მტრის ძმები, არამედ როგორც მეგობრები და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ. სწორედ ამის ფარგლებში გაიმართა კაიოროში თურქ და ეგვიპტელ დელეგაციას შორის შეხვედრები. ორ ქვეყანას შორის ახალი პროცესი დაიწყო და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცეს,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, კოვიდ-19 ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „ცოდნა მთელი კაცობრიობის საერთო საკუთრებაა, მეცნიერებაში არ არსებობს ეჭვიანობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ამ მხრივ, რაც კაცობრიობის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული (კოვიდ-19 ვაქცინა), ლოგიკა, რომელიც ჩვენ შევქმენით და მას არავის მივცემთ, არასწორი მიდგომაა. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ ისინი არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ გავუზიაროთ ყველა მათგანს, სადაც მოთხოვნა იქნება.“


საკვანძო სიტყვები: #სტამბოლი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები