მევლუთ ჩავუშოღლუ სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

მევლუთ ჩავუშოღლუ სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

1635323
მევლუთ ჩავუშოღლუ სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, ბერლინში თავის კოლეგა, ჰეიკო მასთან პირისპირ და დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციის დრსო განაცხადა, რომ შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონალური, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის, ლიბიის, სირიის და სხვა მრავალი საკითხები განიხილეს. მისივე თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის მიუხედვად მათ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 40 მილიარდ დოლარს გასცდა.

ჩავუშოღლუმ გერმანიაში ვიზიტის დროს გუშინ ასევე ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთანაც ვიდეოკონფერენციის მეთოდით გამართა შეხვედრა.

პრესკონფერენციის დროს, ჰეიკო მაასმა აღნიშნა, რომ როგორც გერმანია, ისინი ყოველთვის მხარს უჭერენ თურქეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობას.


საკვანძო სიტყვები: #გერმანია , #მევლუთ ჩავუშოღლუ

მსგავსი ინფორმაციები