თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 356 ადამიანი გარდაიცვალა

35 464 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1634750
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 356 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 41 883-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 229 491 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2414 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 26 476 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 356 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 4 955 594-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 589 501 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 35 464 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ ჯანდაცვის  მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ მიღებული ზომებით შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები