თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 241 747 ტესტი ჩატარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 38 218 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1633950
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 241 747 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 41 527-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 241 747 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2483 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 28 997 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 336 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 4 929 118-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 554 037 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 38 218 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები