პრეზიდენტი ერდოღანი: „სამხრეთ კვიპროსი არასოდეს მოქცეულა პატიოსნად“

პრეზიდენტი ერდოღანი: „სამხრეთ კვიპროსი არასოდეს მოქცეულა პატიოსნად“

1631555
პრეზიდენტი ერდოღანი: „სამხრეთ კვიპროსი არასოდეს მოქცეულა პატიოსნად“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პარასკევის ლოცვის შემდეგ ჟირნალისტებთან საუბრის დროს  შვეიცარიის ქალაქ, ჟენევაში კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით არაოფიციალური შეხვედრა, რომელიც მიმდინარე წლის 27-29 აპრილს 5+1 (გაერო) ფორმატში გაიმართა მაგრამ, მხარეებს შორის შეთანხმებას ვერ იქნა მიღწეული, შეაფასა და განაცხადა: „მე არ ვენდობი სამხრეთ კვიპროსს, არ მჯერა მათი. ისინი არასდროს მოქცეულან პატიოსნად. ახლა, შეხვედრა კიდევ 2-3 თვით გადაიდო. მე არანაირი  იმედი  არ მაქვს, რომ რაიმე შედეგი ექნება, რადგან ისინი არ არიან პატიოსნები. ამიტომ, თუ პატიოსნურად არ მოქცევიან, შეთანხმების  მიღწევაც შეუძლებელია.“

ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით პროცესის შეაფასა და დასძინა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს და ამჟამად მათ ხელთ საკმარისი რაოდენობის ვაქცინა გააჩნიათ. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში რუსულ „სპუტნიკ V“-ს ვაქცინასაც ჩამოიტანებენ რა, ამსაკითხთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს.

რაც შეეხება, ადგილობრივ ვაქცინას, მისი თქმინ, უნივერსიტეტები და ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიები შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ რათა, სექტემბერ-ოქტომბერში სერიული წარმიოება დაიწყოს.  


საკვანძო სიტყვები: #განცხადებები , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები