თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ინჯირლიკის ბაზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო: „ინჯირლიკის სამხედრო ავიაბაზა ეკუთვნის თურქეთის რესპუბლიკას.“

1630147
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ინჯირლიკის ბაზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ადამანში მდებარე ინჯირლიკის სამხედრო ავიაბაზა თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ბაზაა და რომ იგი ეკუთვნის თურქეთის რესპუბლიკას, მასზე არსებული ყველა ობიექტის ჩათვლით.

ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ შეაფასა დისკუსიები ინჯირლიკის ბაზაზსთან მიმართებაში მას შემდეგ, როდესაც დღის წესრიგში დადგა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხრიდან 1915 წლის მოვლენების „გენოციდ“ შეაფასების შემდეგ ამ ბაზაზე აშშ-ის დროშების დაშვების თაობაზე.

სამინისტრო თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ ინჯირლიკის ბაზაზე გარკვეული ობიექტების გამოყენება განხორციელდა, თურქეთსა და აშშ-ს შორის 1980 წლის 29 მარტ, სთავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად.

ამავე ინფორმაციით, ინჯირლიკის ტანკერების ბაზის მე-10 სარდლობა იერარქიულად არის დაკავშირებული ესქიშეჰირში განლაგებული საბრძოლო საჰაერო ძალების სარდლობასთან, შემდეგ კი საჰაერო ძალების სარდლობასთან, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი სარდლობის ბრძანებით.  

ტანკერების ბაზის მე-10 სარდლობას აშშ-სთან ერთად ესპანეთი, კატარი და პოლონეთიც იყენებს.



მსგავსი ინფორმაციები