თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიხვი 39 ათას გასცდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 346 ადამიანი გარდაიცვალა

1629505
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიხვი 39 ათას გასცდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 39 057-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 282 192 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2703 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 43 301 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 346 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 4 710 582-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 167 263 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 45 592 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები