იბრაჰიმ ქალინი: „აშშ-ს აუცილებლად გაეცემა პასუხი“

იბრაჰიმ ქალინი: „აშშ-ს აუცილებლად გაეცემა პასუხი“

1628162
იბრაჰიმ ქალინი: „აშშ-ს აუცილებლად გაეცემა პასუხი“

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ჰანაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხრიდან 1915 წლის მოვლენების „გენოციდად“ შეფასებას, თურქეთიდან აუცილებლად გაეცემა ადეკვატური პასუხი. სააგენტო, Reuters-თან საუბრის დროს იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა: „ჯო ბაიდენის ეს საშინელი განცხადება ძალიან სამწუხარო და უსამართლოა. ჩვენ მთლიანად უარვყოფთ და ვგმობთ მას. ამ განცხადებას არანაირი ისტორიული და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა უახლოეს დღეებსა და თვეებში იქნება რეაგირება სხვადასხვა ფორმით. ვფიქრობ, რომ მთიანი ყარაბაღის გათავისუფლების (2020 ოქტომბერი) შემდეგ, ეს პოლიტიკურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. სომხეთთან დაწყებულ ნორმალიზებასთანაც არანაირი კავშირი არ აქვს. რა თქმა უნდა ეს განცხადება, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებსაც დააზიანებს.“



მსგავსი ინფორმაციები