თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 51 236 ადამიანი გამოჯანმრთელდა

38 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1628039
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 51 236 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 38 258-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 260 280 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2801 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 38 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 347 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 4 629 969-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 073 644 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 51 236 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები