თურქეთი გმობს ბაიდენის განცხადებას

თურქეთი გმობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 1915 წლის მოვლენების „ე.წ. გენოციდად“ შეფასებას

1627671
თურქეთი გმობს ბაიდენის განცხადებას

თურქეთმა განაცხადა, რომ გმობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 1915 წლის მოვლენების „ე.წ. გენოციდად“ შეფასებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას 1915 წლის 24 აპრილს მოვლენებთან დაკავშირებით არ ვაღიარებთ და უმკაცრესად ვგმობთ. ამერიკი შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, რომელსაც ისტორიული საკითხების განსჯის არც სამართლებრივი და არც მორალური უფლებამოსილება არ გააჩნია, არანაირი ფასი არ გააჩნია. 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართალში განსაზღვრული სიტყვა გენოციდის გამოსაყენებლად საჭირო არც ერთი პირობა არ არსებობს. ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ისტორიის უხეშ გაყალბებას ემსახურება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნათლად აღნიშნა 1915 წლის მოვლენების სადავო ხასიათი. მეორეს მხრივ, თურქეთის მიერ იმ პერიოდის შესახებ მეცნიერული ჭეშმარიტების შესახებ სამართლიანი მეხსიერების შექმნისათვოს 2005 წელში შეთავაზებული”ერთობლივი ისტორიის კომისიის შექმნის” წინადადება, მიუხედავად იმისა, რომ სომხური მხარე ამას არ დაეთანხმა, დღესაც ძალაშია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი, რომელიც ცივილიზაციების აკვნად შეფასებულ ამ რეგიონის ცენტრში მდებარეობს და რომელიც განცდილი ყველა ტკივილის მიუხედვად კაცობრიობის მშვიდობისთვის ძალისხმევას ეწევა, არასოდეს მორიდებია ისტორიისთვის თვალის გასწორებას.

„(თურქეთი) ამ საკითხზე აშშ-ს ჩათვლით არ აპირებს ვინმესგან გაკვეთილი მიიღოს.“-აღნიშნულია განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები