მევლუთ ჩავუშოღლუ გუშინ ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, გუშინ ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა

1626825
მევლუთ ჩავუშოღლუ გუშინ ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

ჩავუშოღლუმ შეხვედრასთან დაკავშირებით „თვითერით“ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "მოხარული ვარ, რომ ბუქარესტში შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩემს მეგობარს ზალკალიანს. ჩვენ განვიხილეთ რეგიონული და ორმხრივი ურთიერთობები."

მინისტრმა ჩავუშოღლუმ თავის კოლეგას განუცხადა, რომ ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების შესახებ და დაამატა: ”ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.”



მსგავსი ინფორმაციები