თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 318 839 ტესტი ჩატარდა

61 967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1625903
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 318 839 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 36 975-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 318 839 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2932 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 61 967 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 362 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 4 446 591-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 3 844 342 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 52 213 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები