თურქეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მოხდა

თურქეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მოხდა

1625309
თურქეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მოხდა

თურქეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მოხდა.

„ოფიციალურ გაზეთში“ გამოქვეყნებული პრეზიდენტის განკარგულებით, ვაჭრობის მინისტრი, რუჰსარ ფექჯანი, თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული, მის ადგილზე კი მეჰმეთ მუში დაინიშნა.

ოჯახის, შრომისა და სოციალური მომსახურების სამინისტრო ორად, ოჯახისა და სოციალური მომსახურებისა და შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროებად გაიყო.

სამინისტროს ორ ნაწილად gაყოფით დასრულდა მინისტრ ზეჰრა ზუმრუთ სელჩუკის მისია.

ახლად შექმნილი ოჯახისა და სოციალური მომსახურების სამინისტოს ხელმძღვანელად დერია იანიქი, შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრად კი ვედათ ბილგინი დაინიშნა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მინისტრთა კაბინეტში მინისტრების რაოდენობა 16-დან 17-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები