ერდოღანი: „ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დენდიასის საკადრისი პასუხი გასცა“

ერდოღანი: „ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დენდიასის საკადრისი პასუხი გასცა“

1622701
ერდოღანი: „ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დენდიასის საკადრისი პასუხი გასცა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტამბოლში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს და თავის ბერძენ კოლეგა, ნიკოს დენდიასის ერთობლივი პრესკონფერენციის დროს წარმოქმნილი დაძაბულობა შეაფასა.

„სამწუხაროდ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს დენდიასისა და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა სხვაგვარად წარიმართა. ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დენდიასის საქციელს საკადრისი პასუხი გასცა, სხვაგვარადაც არ შეიძლებოდა. სხვაგვარად ჩვენს ერს და ქვეყანას არც შეესაბამებოდა. ჩვენ ამას სწორ ფორმად რა თქმა უნდა არ ვთვლით. ჩვენი სურვილია, თურქეთსა და საბერძნეთს შორის ჰარმონიზაციის პროცესი ჩამოყალიბდეს და ჩვენს შორის სხვა ქვეყნები ნუ ჩადგებიან.

თქვენ ჯერ კიდევ მთავარ მუფთს თქვენ ნიშნავთ. ლოზანის ხელშეკრულებაში მსგავსი მუხლი არ არსებობს. ჩვენ არ შეგვიძლია პატრიარქების დანიშვნა. საბერძეთში მუფთების, იმამების და სასულიერო პირების დანიშვნა მივლინებით ხდება. ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ეს ასევე იწვევს ჩვენს შორის ურთიერთობების დაზიანებას. სწორედ ამდაგვარი  მიდგომების გამო ჩვენ ვერ მივიღეთ დღემდე სასურველი შედეგი. ვთქვით, რომ ამჟამად მივიღებდით, მაგრამ მათში ასეთი ატმოსფერო არ არის,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები