თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიხვი 35 ათას გასცდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 297 ადამიანი გარდაიცვალა

1622220
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიხვი 35 ათას გასცდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 35 031-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 318 217 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2845 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 61 400 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 297 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 4 086 957-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 3 535 040 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 54 894 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები