ჩავუშოღლუმ აქტუალური საკითხები შეაფასა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ერთ-ერთი სატელევიზიო არხით აქტუალური საკითხებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა

1622106
ჩავუშოღლუმ აქტუალური საკითხები შეაფასა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ერთ-ერთი სატელევიზიო არხით აქტუალური საკითხებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ეგვიპტესთან ურთიერთობების შესახებ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ჯერ დაზვერვებს შორის გახსნილი არხის საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით გაგრძელების საკითხზე.

"ეგვიპტემ თურქეთიდან მიიწვია დელეგაცია. მაისის დასაწყისში დელეგაცია ეგვიპტეში გაემგზავრება." - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, დელეგაცია მინისტრების მოადგილეების დონეზე იქნება და შემდეგ შეიძლება შეხვდეს თავის ეგვიპტელ კოლეგას.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, საბერძნეთთან ურთიერთობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  დაძაბული იყო და ეს ძირითადად ათენის ნეგატიური მიდგომით იყო განპირობებული.

მისი თქმით, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი დღეს ეწვევა დედაქალაქ ანკარას და აღნიშნა ორ ქვეყანას შორის დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა.

ჩავუშოღლუმ შავ ზღვაში დაძაბულობასთან დაკავშირებით დასძინა, რომ თურქეთს სურს შავი ზღვა მშვიდობის ზღვა იყოს და აქ ყველა ზღვისპირა ქვეყანა შეხვედრასა და საზღვაო იურისდიქციის განსაზღვრაზე შეთანხმდა.

მინისტრმა დასძინა, რომ ამჟამად უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა, ჩრდილს აყენებს შავ ზღვას, როგორც მშვიდობის ზღვას და რომ თურქეთი მხარს უჭერს ამ პრობლემის მოშვიდობიანი გზებით მოგვარებას.

მისივე თქმით, თურქეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან ასევე უკრაინასთან და  ღია და გულწრფელ პოლიტიკა ატარებენ.

ამერიკის შეერთებულ შტატების გემების სრუტეში გავლის გაუქმებასთან დაკავშირებით ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ აშშ-მა თურქეთს ეს სიტყვიერად შეატყობინა და წერილობითი ნოტა ჯერ-ჯერობით არ მოსულა.



მსგავსი ინფორმაციები