თურქეთში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების 85% ინგლისური შტამია

თურქეთში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების 85% ინგლისური შტამია

1619858
თურქეთში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების 85% ინგლისური შტამია

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 243 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 34 ათას 182 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 301 ათას 68 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 54 ათას 562-ია და აქედან ავად არის და სიმპტომები აღენიშნება 2671 ადამიანს.

გამოჯანმრთელდა 41 ათას 218 ადამიანი, რითაც საერთო რიცხვი 3 მილიონ 372 ათას 629-მდე გაიზარდა.

ამავდროულად სამეცნიერო საბჭოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეტებულ განცხადებაში ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა: „ახალი შემთხვევების 85% ინგლისური შტამია... ახლო მომავალში როგორც მომარაგების გზით ვაქცინის მრავაფეროვნებას უზრუნველყოფთ ასევე ადგილობრივი ვაქცინის წარმოებით მასობრივ იმუნიტეტს მივაღწევთ... ახალ პიკურ პერიოდში ვართ, სადაც გადადების სისწრაფე კიდევ უფრო გაიზარდა.“

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა ახლო კონტაქის არ ქონის საკითხზე უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ.



მსგავსი ინფორმაციები