თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 237 ადამიანი გარდაიცვალა

30 194 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1619220
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 237 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 33 939-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 294 274 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2548  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 50 678 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 237 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 3 849 011-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 3 331 411 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 30 194 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები