იტალიის პრემიერის სიტყვებს თურქეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა

იტალიის პრემიერის, მარიო დრაგის, მიერ პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ გამოთქმულ სიტყვებს პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა

1617765
იტალიის პრემიერის სიტყვებს თურქეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა

იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის, მიერ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ გამოთქმულ სიტყვებს პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა „ტვიტერით“ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „პიროვნების სიტყვებს, რომელიც გამოუვალი მდგომარეობის გამო გახადეს პრემიერ-მინისტრი, თურქეთისა და ჩვენი პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ მახინჯ სიტყვებს უარვყოფთ და მას ვუბრუნებთ. გამოუცდელი და დაბალი დონის პოლიტიკოსი მძიმე და სამწუხარო ტვირთია მისი ქვეყნისთვის.“

„ტვიტერით“ განცხადება გაავრცელა ასევე ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ და აღნიშნა: „ცხოვრების მანძილზე თავისი ქვეყნისა და ერის კეთილდღეობაზე მზრუნველი, ყველა სახის ფაშიზმის მოწინაღმდეგე, არჩევნებზე ხალხის მაღალი მხარდაჭერით გამარჯვებული ბატონის პრეზიდენტის შესახებ პრემიერ-მინისტრ დრაგის ზღვარგადასულ და ამორალურ გამოთქმებს ვგმობ და ბოდიშის მოხდისკენ მოვუწოდებ.“

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ქალინმა, სოციალური მედიით გაკეთებულ გზავნილში კი თქვა: „მაშინ, როდესაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ მიშელმა განაცხადა, რომ პროტოკოლში თურქეთიდან გამოწვეული პრობლემა არ არსებობდა, იტალიის დანიშნული პრეზიდენტის, დრაგის მიერ ჩვენი პრეზიდენტისადმი წარმოთქმული სიტყვები ზღვარსგადასული და უსაფუძვლოა. ამ გამოთქმას ვგმობთ და აუცილებლად გამოსწორბას ველოდებით.“

კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ფარეთთინ ალთუნის მიერ სოციალური ქსელით იტალიურ ენაზე გაკეთებულ გზავნილში კი ნათქვამია: „იტალიის დანიშნული პრემიერ-მინისტრი, თურქი ხალხის ხმების 52%-ით არჩეული პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის „დიქტატორის“ წოდებით ზღვარს გადავიდა. ამ გამოთქმას, რომელსაც დიპლომატიაში ადგილი არ აქვს, უმკაცრესად ვგმობთ. ის, ვინც დიქტატორს ეძებს, იტალიის ისტორიაში ჩაიხედოს.“



მსგავსი ინფორმაციები