როდის გაიხსნება თურქეთში ტურიზმის სეზონი?

როდის გაიხსნება თურქეთში ტურიზმის სეზონი?

1616701
როდის გაიხსნება თურქეთში ტურიზმის სეზონი?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს ტურიზმის ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. პრეზიდენტმა, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) რეგიონალურ თავჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: „21-ე საუკუნე ჩვენთვის, ლიდერი ქვეყნის მიზნების განხორციელების პერიოდი იქნება. თურქეთს ტურიზმის სფეროში ძალიან მაღალი პოტენციალი გააჩნია. ჩვენი მიზანია, რამაზნის  (მარხვის) თვეში დასვენება და ბაირამის შემდეგ  კარგი დღეებისთვის მომზადება. დამოუკიდევბლად თურქეთის მხრიდან შეზღუდვების შემსუბუქება, ან კიდევ პანდემიის დამარცხება მნიშვნელოვანი არ არის, არამედ მთავარია, ჩვენს მეზობლებმა და მჭიდრო ურთიერთობის მქონე ქვეყნებმაც მიაღწიონ ამ წარმატებას. ასევე მსოფლიომ უნდა დაამარცხოს ეს უბედურება, რათა ხელმეორედ გამოცოცხლდეს ეკონომიკა, ტურიზმი და სხვა მრავალი სფერო. თუ ჩვენ მარხვის თვეში შესაბამის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, მაში შესაძლებელია ბაირამის შემდეგ ტურიზმის სეზონიც გავხსნათ.“



მსგავსი ინფორმაციები