თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 193 ადამიანი გარდაიცვალა

1615356
თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 32 456-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 245 496 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1706  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 42 551 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 193 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 3 529 601-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 3 130 977 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 25 627 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები