მევლუთ ჩავუშოღლუმ აქტუალური საკითხები შეაფასა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, აქტუალური საკითხები შეაფასა

1614754
მევლუთ ჩავუშოღლუმ აქტუალური საკითხები შეაფასა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, ერთ-ერთი კერძო სატელევიზიო არხის ერთერში სატელეფონო ჩართვით აქტუალური საკითხები შეაფასა.

მისი თქმით, „კანალ ისტანბულის“ (სტამბოლის არხი) საკითხზე თურქეთზე ზეწოლა არ არსებობს და შეუძლებელია თურქეთი ამგვარ ზეწოლას დათანხმდეს.

„მონტროს კონვენცია მხოლოდ სრუტეებში გავლას არ არეგულირებს. იგი შეიცავს ბევრ შეზღუდვას როგორიცაა შავ ზღვაში ქვეყნებს რამდენი გემის ყოლა შეუძლიათ, მათი ტონაჟი, ხანგრძლივობა. ანუ „კანალ ისტანბულს“ მონტროზე გავლენა არ აქვს, მონტროსაც გავლენა არ აქვს „კანალ ისტანბულზე“ - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი თავის უფლებებსა და ინტერესებს პრეზიდენტ ერდოღანის ლიდერობით იცავს.

ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ხელისუფლებასთან უფრო პროგნოზირებადი ურთიერთობები ექნებათ, რაც ადრეც აღნიშნეს, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტებიდან, ბარაკ ობამას პერიოდიდან  არსებული პრობლემები არსებობს, ამერიკელ კოლეგას ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა და მას ბრიუსელში შეხვდა. მისივე თქმით, სტრატეგიულად თურქეთისა და აშშ-ს გამაერთიანებელი ბევრი საკითხი არსებობს და ისინიც ამბობენ თურქეთი რამდენად მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის პრობლემები წარსულიდან დღემდე არსებობს და ამ პრობლემების გადასაჭრელად ახალ ხელისუფლებასთან საუბრობენ.



მსგავსი ინფორმაციები