თურქეთი ახლო მომავალში ვაქცინაზე მოთხოვნას საკუთარი წარმოებით დააკმაყოფილებს

თურქეთი ახლო მომავალში ვაქცინაზე მოთხოვნას საკუთარი წარმოებით დააკმაყოფილებს

1612454
თურქეთი ახლო მომავალში ვაქცინაზე მოთხოვნას საკუთარი წარმოებით დააკმაყოფილებს

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 152 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 31 ათას 537 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 240 ათას 12 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 39 ათას 302-ია და აქედან ავად არის და სიმპტომები აღენიშნება 1401 ადამიანს.

გამოჯანმრთელდა 19 ათას 193 ადამიანი, რითაც საერთო რიცხვი 3 მილიონ 14 ათას 226-მდე გაიზარდა.

ამავდროულად, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთი ახლო მომავალში ვაქცინაზე მოთხოვნას საკუთარი წარმოებით დააკმაყოფილებს.

მინისტრმა ქოჯამ სამეცნიერო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „ინტრანაზალური ვაქცინის მოხალისეებზე ცდების შედეგები თუ უსეთი იქნება, როგორსაც ველით, იგი მსოფლიოში უნიკალური კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაიქნება.“



მსგავსი ინფორმაციები