თურქეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 31 ათასს გასცდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 153 ადამიანი გარდაიცვალა

1610170
თურქეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 31 ათასს გასცდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 31 076-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 220 109 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1305  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 29 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 153 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 3 208 173-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 957 093 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 17 164 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები