თურქეთში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდა

თურქეთში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდა

1610844
თურქეთში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 154 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 31 ათას 230 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 225 ათას 511 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 32 ათას 404-ია და აქედან ავად არის და სიმპტომები აღენიშნება 1325 ადამიანს.

გამოჯანმრთელდა 18 ათას 15 ადამიანი, რითაც საერთო რიცხვი 2 მილიონ 975 ათას 108-მდე გაიზარდა.

კაბინეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობის გაზრდამ გვაიძულა გადაგვეხედა არსებული ზომებისთვის.“

ერდოღანმა დასძინა, რომ ქუჩაში გასვლის აკრძალვა ისევ მთელს ქვეყანაში ყოველ საღამოს 21.00-05.00 საათებს შორის, ამასთანავე „ძალიან მაღალი რისკის“ ჯგუფის 58 ქალაქში შაბათ-კვირის მანძილზე იმოქმედებს.

„ეპიდემიის ზომების საკითხში ყველას პოლიცია მისი სინდისი და გონება უნდა იყოს.“-აღნიშნა პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები