თურქეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ „ბიონტეკის“ ვაქცინა შემოიტანეს

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 146 ადამიანი გარდაიცვალა

1607991
თურქეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ „ბიონტეკის“ ვაქცინა შემოიტანეს

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 30 462-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 221 738 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1142  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 29 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 146 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 3 091 282-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 881 643 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 17 761 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, სოციალური ქსელით განცხადების გამკეთებელმა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ შესაბამისი შემოწმებითი პროცედურების გასავლელად გასულ კვირას 5800 დოზა „ბიონტეკის“ ვაქცინა იქნა შემოტანილი ქვეყანაში, გუშინ კი დაახლოებით 750 ათასი დოზა. ასე, რომ ხსენებული ვაქცინის უსაფრთხოების ტესტების გავლის შემდეგ  მომავალი კვირიდან მისი  მოქალაქეებზე გამოყენება დაიწყება.



მსგავსი ინფორმაციები