თურქეთში კოვიდ-19-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა 28 ათასს გადასცდა

თურქეთში კოვიდ-19-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა 28 ათასს გადასცდა

1608775
თურქეთში კოვიდ-19-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა 28 ათასს გადასცდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 157 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 30 ათას 619 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 222 ათას 753 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 28 ათას 731-ია და აქედან ავად არის და სიმპტომები აღენიშნება 1210 ადამიანს.

გამოჯანმრთელდა 19 ათას 186 ადამიანი, რითაც საერთო რიცხვი 2 მილიონ 900 ათას 829-მდე გაიზარდა.

ამავდროულად, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ თურქეთში დღემდე 14 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა იქნა გამოყენებული.

მინისტრმა ქოჯამ, სამეცნიერო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ეპიდემიასთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

"(BioNTech-ს ვაქცინამ) 1,4 მილიონ დოზას მიაღწია. ეს აპრილის თვის დასაწყისში 4,5 მილიონ დოზას მიაღწევს. დამატებით 30 მილიონი დოზის ოფციონალური გარიგება მოხდა.“- დასძინა ქოჯამ.

მისივე თქმით, მაისის თვის ბოლოსთვის მთლიანობაში 100 მილიონი დოზის თურქეთში ჩამოტანას ელოდებიან.

„ჩვენმა ქვეყანამ ვირუსის მსგავსი ნაწილაკების ვაქცინის პირველი ფაზის  სამუშაოები დაიწყო. ამ ტიპის ვაქცინა ვაქცინების ერთ-ერთი ინოვაციური კანდიდატია მსოფლიოში.“-დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.



მსგავსი ინფორმაციები