პრეზიდენტი მისი პარტიის მეშვიდე დიდ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მეშვიდე დიდ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

1607699
პრეზიდენტი მისი პარტიის მეშვიდე დიდ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ანკარაში გამართულ რიგით მეშვიდე დიდ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მეგობრების რაოდენობა გაზრდონ, პრობლემები აღმოფხვრან და რეგიონი, რომელშიც თურქეთი მდებარეობს, მშვიდობის კუნძულად აქციონ.  

მისი თქმით, ისინი გააგრძელებენ სირიელი ხალხის გვერდით ყოფნას. პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ თურქეთის მიერ გაწეული მხარდაჭერის წყალობით დღეს ლიბია მომავალს ისევ იმედით უყურებს და აწარმოებს დემოკრატიულ პროცესებს.

მისი თქმით, აშშ-დან რუსეთამდე და ევროკავშირიდან არაბულ სამყარომდე ყველა ქვეყანასთან ურთორეთობებს თურქეთის ინტერესებისა და ერის სურვილის მიხედვით ფორმირებას გააგრძელებენ. „ჩვენ ქვეყანას, რომელიც აფრიკის, აზიისა და ევროპის გულში მდებარეობს, არც აღმოსავლეთისთვის და არც დასავლეთისთვის ზურგის შექცევის ფუფუნება არ აქვს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.


საკვანძო სიტყვები: #კონგრესი , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები