თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 201 215 ტესტი ჩატარდა

117 ადამიანი გარდაიცვალა

1606366
თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 201 215 ტესტი ჩატარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 30 178-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 201 215 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 981  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 22 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 117 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 3 035 338-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 844 681 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 19 494 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები