მევლუთ ჩავუშოღლუ ჯოზეფ ბორელის შეხვდა

მევლუთ ჩავუშოღლუ ჯოზეფ ბორელის შეხვდა

1606415
მევლუთ ჩავუშოღლუ ჯოზეფ ბორელის შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის პოზიტიური დღის წესრიგის შესანარჩუნებლად, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისთან ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ. ჩავუშოღლუმ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ ბორელისთან ვახშამზე პირისპირ შეხვედრა გამართ. შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადების გამკეთებელმა ჩავუშოღლუმ აღნიშნა: „საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისთან, პოზიტიური დღის წესრიგის შესანარჩუნებლად ერთობლივი მუშაობის გადაწყვეტილება მივიღეთ. შეხვედრაზე ასევე, თურქეთსა და ევროკავშირს შორის საბაჟო კავშირის განახლება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, არალეგალური მიგრაციის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, სირიაში, ავღანეთში, ლიბიაში მიმდინარე მოვლენები და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ.“



მსგავსი ინფორმაციები