თურქეთში ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება

აცრილთა საერთო რაოდენობამ 10 მილიონს გადააღჭარბა

1597113
თურქეთში ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება

თურქეთში, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გაკეთებეული პირველი და მეორე დოზის ვაქცინების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ვაქცინაციის პროგრამის მიხედვით, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც პირველი დოზა გაიკეთეს 7 მილიონი 570 ათასი 595 გახდა, ხოლო 2 მილიონ 442 ათას 353 კაცს კი მეორე დოზაც გაუკეთდა, ასე რომ, ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობამ 10 მილიონ 12 ათას 948-ს მიაღწია. აქედან ყველაზე მეტი, 1,6 მილიონი კაცი სტამბოლში აიცრა, 824 ათასი ანკარაში და 670 ათასი კი იზმირში



მსგავსი ინფორმაციები