თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 68 ადამიანი გარდაიცვალა

7873 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1595425
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 68 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 28 839-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 137 885 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 685  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 11 322 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 68 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 746 158-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 601 137 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 7873 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები