ჩანაქქალესა და იზმირის ღია წყლებში 56 თავშესაფრის მაძიებელი გადაარჩინეს

ჩანაქქალესა და იზმირის ღია წყლებში 56 თავშესაფრის მაძიებელი გადაარჩინეს

1593215
ჩანაქქალესა და იზმირის ღია წყლებში 56 თავშესაფრის მაძიებელი გადაარჩინეს

ჩანაქქალესა და იზმირის ღია წყლებში 56 თავშესაფრის მაძიებელი გადაარჩინეს.

ჩანაქქალეში სანაპირო უსაფრთხოების სარდლობის ჯგუფებმა, აივაჯიქის სივრიჯეს ღია წყლებში 2 სამაშველო ნავი დააფიქსირეს.

ჯგუფებმა, რომლებმაც რეგიონში ოპერაცია ჩაატარეს, საბერძნეთის სანაპირო დაცვის ელემენტების მიერ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში დატოვებული 33 ლტოლვილი გადაარჩინეს.

თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც ნაპირზე გადაიყვანეს, პროცედურების დასრულების შემდეგ აივაჯიქის უცხოელთა რეადმისიის ცენტრში გააგზავნეს.

იზმირის ჩეშმეს დაბის ღია წყლებში ლტოლვილებმა, რეზინის ნავის ძრავის გაფუჭების გამო დახმარებას ითხოვეს.

რეგიონში გასულმა სანაპირო დაცვამ 23 ადამიანი გადაარჩინა.

ლტლოვილები პროცედურისთვის პროვინციის საიმიგრაციო სამმართველოში გადაიყვანეს.



მსგავსი ინფორმაციები