თურქეთი 2 მარტიდან კონტროლირებად ნორმალიზაციის პროცესს იწყებს

თურქეთი 2 მარტიდან კონტროლირებად ნორმალიზაციის პროცესს იწყებს

1593054
თურქეთი 2 მარტიდან კონტროლირებად ნორმალიზაციის პროცესს იწყებს

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 69 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 28 ათას 638 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 130 ათას 506 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 9 ათას 891 არის და აქედან სიმპტომები აღენიშნება და ავად არის 645 ადამიანი.

საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 5 ათას 947 ადამიანი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 2 მილიონ 578 ათას 181-მდე გაიზარდა.

ამავდროულად, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2 მარტიდან კონტროლირებადი ნორმალიზაციის პროცესი დაიწყება. ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთა კოვიდ -19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მისი თქმით, ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და 2 მარტიდან კონტროლირებადი ნორმალიზაციის პროცესი დაიწყება. ერდოღანმა განაცხადა, რომ ყველა ქალაქი დაყოფილი იქნება 4 რისკ ჯგუფად და ამ კატეგორიების გადახედვა მოხდება ყოველ კვირაში, ასევე ვითარების შესაბამისად კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები ყოველ ორ კვირაში ერთხელ ადგილობრად გამკაცრდება ან შემსუბუქდება. ”9 მილიონი ვაქცინირებული ადამიანით, რაც მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტს აღწევს, თურქეთი მსოფლიოს პირველ 5 ქვეყანას შორისაა.”- აღნიშნა პრეზიდენტმა.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები